TPL Insurance hexagon logoTPL Insurance Georgian text
სად შევიძინოთჩვენს შესახებკონტაქტი

პროდუქტის დეტალები

2018 წლის 1 მარტიდან, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი, ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. საქართველოს ტერიტორიაზე სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება ჯარიმდება ადმინისტრაციული წესით 100-დან 200 ლარამდე.

სადაზღვევო პროდუქტის პაკეტები განსხვავდება სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით. თითოეულ პაკეტს აქვს ხანგრძლივობის ოთხი ტიპი: 15 დღე, 30 დღე, 90 დღე, 1 წელი.

სადაზღვევო პაკეტები

ვადაMotorcyclePassenger CarBusTruckTrailerSpecial Vehicle
15 დღე20 GEL30 GEL45 GEL60 GEL14 GEL25 GEL
30 დღე35 GEL50 GEL75 GEL100 GEL25 GEL45 GEL
90 დღე70 GEL90 GEL140 GEL170 GEL40 GEL70 GEL
1 წელი215 GEL295 GEL480 GEL610 GEL145 GEL250 GEL
სატრანსპორტო კატეგორია15 დღე30 დღე90 დღე1 წელი
Motorcycle
20 GEL35 GEL70 GEL215 GEL
Passenger Car
30 GEL50 GEL90 GEL295 GEL
Bus
45 GEL75 GEL140 GEL480 GEL
Truck
60 GEL100 GEL170 GEL610 GEL
Trailer
14 GEL25 GEL40 GEL145 GEL
Special Vehicle
25 GEL45 GEL70 GEL250 GEL

ცენტრი ანაზღაურებს, როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ისე ქონებისათვის მიყენებულ ზიანს.

სავალდებულო დაზღვევის პოლისი შესაძლოა გაიცეს, როგორც მატერიალური სახით, ასევე ელექტრონულად. სავალდებულო დაზღვევის პოლისი წარმოადგენს სავალდებულო დაზღვევის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია სავალდებულო დაზღვევის განხორციელებისათვის საჭირო შემდეგი მონაცემები: სავალდებულო დაზღვევის მხარეები, სავალდებულო დაზღვევის დაწყების დრო და დასრულების დრო, ძირითადი პირობები, სადაზღვევო ლიმიტები, სადაზღვევო პრემია.

სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით.

სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის, ქმედობაუნარიანობისათვის ან სიცოცხლისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 30 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი − 300 000 ლარი.

დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობაა 25 000 ლარი, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

დაზარალებულის ქონებისათვის მიყენებული ზიანია:

  • დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება;
  • გზის საფრის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან/და ნაგებობის დაზიანება ან განადგურება;
  • დაზარალებულის პირადი ნივთისა და სხვა ქონების დაზიანება ან განადგურება.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი (მძღოლი) საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის დადგომისას ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირს ცხელ ხაზის ნომერზე „112“ და “ცენტრის“ ცხელი ხაზის (+995 32) 2 301111 დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე. დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას, თუ არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.

TPL Insurance logo

საიტის რუქა

მთავარიწესები და პირობებისად შევიძინოთFAQაგენტები
ჩვენს შესახებკონტაქტიCookie ფაილების პოლიტიკაკონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონტაქტი

ი.მოსაშვილის ქ.24, თბილისი

Info@tpl.ge

ცხელი ხაზი

+995 322 30 11 11

სავალდებულო დაზღვევის ცენტრი © ყველა უფლება დაცულია